დაგუგლეთ, რომელ დიდ ქვეყნებშია გახსნილი ზამთრის კურორტები – გამყრელიძე

დაგუგლეთ, ნახეთ ევროპაში ყველაზე ცნობილი ზამთრის კურორტების საბაგირო გზები გახსნილია თუ არა”, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვას მთის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით.

„რატომ უნდა დაიშვას გამონაკლისი? ევროპაში ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, რომ ყველაზე ცნობილი მთის კურორტების მქონე ქვეყნები რომელია, საფრანგეთი, იტალია, ავსტრია, ჩეხეთი, შვეიცარია, გერმანია. აბა მითხარით, ნახეთ, დაგუგლეთ და ნახეთ, რომელიმე ამ ყველაზე ცნობილ ზამთრის კურორტების მქონდე ქვეყნებში საბაგირო გზები გახსნილია თუ არა, ერთადერთი გახსნილია მხოლოდ ავსტრიაში ადგილობრივებისთვის და არა უცხოელი ტურისტებისთვის და ამავე დროს იქ სასტუმროები გახსნილი არ არის, რადგან ადგილი არ ჰქონდეს შეკრებებს, მოგეხსენებათ დიდი შეკრებები არის ყველაზე მაღალი რისკ-ფაქტორი გადადების“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.