დადასტურდა COVID-19-ის 5326 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 48 ადამიანი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით საქართველოში კიდევ 48 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 5326 ახალი შემთხვევა, ხოლო 3044 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ვაქცინით დღიურად აიცრა 9 700 ადამიანი.