ბიძა და ბაბუა გენდერული შეუმწყნარებლობის მოტივით ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ – შსს

შსს–მ დააკავა ბიძა და ბაბუა, რომლებიც გენდერული ნიშნით ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ. 1994 წელს დაბადებული დ.ი. და 1962 წელს დაბადებული ზ.ი. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წელს დაბადებულ ნ.ა.-ზე ბიძა და ბაბუა – დ.ი. და ზ.ი., გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ”,– აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.