დავაკავეთ კაცი, რომელმაც სიღნაღში 68 წლის ქალი მოკლა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს 68 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი კაცი.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 29 იანვარს, სიღნაღის რაიონის სოფ. ჯუგაანში, 1954 წელს დაბადებულ ქალს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ლ.ბ. გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს”,- აცხადებს უწყება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.