დავაკავეთ პირი, რომელმაც თელავში თანასოფლელი სანადირო თოფით მოკლა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დ.ლ დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, რომ 2020 წლის 5 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, დ.ლ-მ სანადირო თოფით განზრახ მოკლა თანასოფლები ი.ხ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს–ს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა უთანხმოება და ურთიერთშელაპარაკება. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.