“დავბრუნდი!“–ორწლიანი დაბლოკვის შემდეგ ტრამპს YouTube–ის და Facebook–ის ანგარიშები აღუდგინეს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ერთიდაიგივე ვიდეო  გამოაქვეყნა Facebook-თა და  YouTube-ით, სადაც მისი ანგარიშები 2021 წლის იანვრიდან დაბლოკილი იყო.  ამჟამად აკრძალვა მოხსნილია და ტრამპს სოციალურ ქსელებში ანგარიშები აღუდგინეს.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ანგარიშები გაუყინეს ორი წლის წინ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მისი მომხრეების მიერ  კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმის გამო.

„დავბრუნდი“ – ამბობს ტრამპი 12- წამიან ვიდეოკლიპში,რომელიც   2016 წელს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გამოსვლისას ამბობს:  „მაპატიეთ, რომ გალოდინეთ, რთული საქმეები“ მქონდა.