დავით საყვარელიძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მისი თქმით, უკრაინაში კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა კლინიკა უკვე დატოვა და თავს კარგად გრძნობს.

მისი თქმით, უკვე ერთი კვირაა, რაც საავადმყოფოდან გაწერეს.

„ვირუსი მქონდა, ისევე როგორც სხვებს და ახლა აღარ მაქვს. უკვე სახლში ვარ გაწერილი. ნახევარ მსოფლიოს აქვს და შესაბამისად, მეც დამიდგინდა. უკვე ერთი კვირაა, რაც სახლში ვარ გაწერილი. ბოლო ტესტით ვირუსი აღარ მაქვს“, – აცხადებს საყვარელიძე IPN-თან საუბრისას.