დავით ქაშიაშვილი შსს-ში იმყოფებოდა, მან ჟურნალისტის უფლებით ისარგებლა და წყარო არ დაასახელა

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. საქმე ეხება ფორმულაზე გასულ სიუჟეტს, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ბაჩალიაშვილი მის მიერ მოპოვებული კომპრომატების გამო მოკლეს. როგორც ჟურნალისტმა საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, მან ისარგებლა თავისი პროესიული უფლებით, ასევე, იხელმძღვანელა მედია ეთიკით და საგამოძიებო უწყებისთვის ინფორმაციის წყარო არ დაუსახელებია.

“საქმე ეხება თამარ ბაჩალიაშილის ბუდოვან გარდაცვალებას. შაბათის ფორმულაში გავრცელებული ინფორმაია არის სხვადასხვა წყაროსგან მოწოდებული, ეს ინფორმაცია უფრო ადრე გვქონდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმაციის დაზუსტება არ ხდებოდა, ჩვენ თავი შევიკავეთ გავრცელებისგან. მას შემდეგ, რაც სანდო წყარო გამოჩნდა საგამოძიებო სისტემიდან და დაგვიდასტურეს ის ინფორმაცია, რასაც ვფლობდთ, შემდომ გავაშუქეთ. გამოძიება გარდა შაბათის ფორმულაში გასული ინფორმაიისა, ვერ გაიგებს ჩემგან ვერაფერს”, – თქვა დავით ქაშიაშვილმა.

ცნობისთვის, ტელევიზიამ შაბათს, საგამოძიებო უწყებიდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელი მასალები მოიპოვა.