დავიწყებ ბოდიშით, ბავშვებს არ უნდა ეხებოდეს მშობლის პოლიტიკური ბატალიები – ნანუკა ჟორჟოლიანი

დავიწყებ ბოდიშით… ბავშვებს არ უნდა ეხებოდეს მშობლის, ბაბუის, ბიძის პოლიტიკური ბატალიები და ჩემგან, პერსონალური ბოდიში მათ, – ამის შესახებ “მთავარი არხის” ჟურნალისტი, გადაცემის “სხვა ნანუკა” წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი Facebook-ზე წერს.

”დავიწყებ ბოდიშით. ძალიან, ძალიან ვწუხვარ რომ ირაკლი ღარიბაშვილის უკარგესმა შვილებმა იდარდეს და ინერვიულეს. განსაკუთრებით ვიდარდე ანდრიაზე, რომელიც პატარაა. არასრულწლოვან ბავშვებს არ უნდა ეხებოდეს მშობლის, ბაბუის, ბიძის პოლიტიკური ბატალიები და ჩემგან, პერსონალური ბოდიში მათ.

მაგრამ ბატონო ირაკლი, ეს რა პოლიტიკური ენაა, ან რა სურათებია და შემთხვევით ამ ადამიანებსაც ხომ არ ჰყავთ შვილები, სისხლის ფერში გახვეულ მშობლებს რომ დაინახავენ ყველგან, ქალაქის მასშტაბით. ან, ეს ჩემი შვილი სად შემოგისკუპებიათ. ასე ფიქრობთ არჩევნების ჩატარებას, რომელსაც სიცოცხლით სავსე ქალაქი ჰქვია? თუ, ნაციონალების ამომრჩევლისთვის სისხლს აანონსებთ?!

იმედია ეს ყველაფერი ქალაქიდან გაქრება. მგონია რომ თქვენივე მერობის კანდიდატი ამას არ მოგიწონებთ, სხვანაირად გამოდის სისხლით სავსე ქალაქი. და იმედია აღარავის შვილი აღარ დაისტრესება მშობლის გამო” – წერს ჟორჟოლიანი.