დავრწმუნდი, რომ ჩვენ არავის ვედარდებით – ზაზა გახელაძის ოჯახმა აქციები დააანონსა

“დავრწმუნდი, რომ ჩვენ არავის ვედარდებით”-  ოკუპანტების მიერ დაკავებული, ზაზა გახელაძის ოჯახი, აქციებს აანონსებს.როგორც ოჯახი აცხადებს,  ხელისუფლებამ გახელაძის გათავისუფლების შანსი უკვე მეორედ გაუშვა – როცა თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული პირები ისევ არ დააკავა და გაუშვა, ნაცვლად იმისა, რომ გაცვლა მოეთხოვა. ახლა ზაზა გახელაძის ოჯახი პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს.

”აქ არავინ არ ფიქრობს, არც ჩემ ოჯახზე და არც ჩემ . არავის აინტერესებს ჩვენ რა დღეში ვართ. აქამდე რომ მეგონა, მუშაობდნენ და მართლა ვიღაცას ვედარდებოდით, დავრწმუნდი, რომ ჩვენ არავის ვედარდებით, ჩვენზე არავინ ფიქრობს. ეს შეზღუდვები რომ გაივლის, ჩვენ აღარ გავჩერდებით. ვფიქრობთ, რომ შევხვდეთ ღარიბაშვილსაც და აქციებს აუცილებლად გავაკეთებთ”,-ამბობს ზაზა გახელაძის დედა, ნანა ბუნტრი.