დავუშვათ გაიკეთა რამე, ეს გამორიცხავს რაც გაუკეთეს? – ლექსო ლაშქარავას ოჯახის პირველი კომენტარი შსს-ს ბრიფინგის შემდეგ

დავუშვათ გაიკეთა რამე, ეს გამორიცხავს რაც გაუკეთეს? რცხვენოდეს ყველას ვინც ამას აკეთებს – TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახი, პირველ კომენტარს აკეთებს,  შსს-ს ბრიფინგს სადაც ექსპერტიზის შუალედური დასკვნა გაასაჯაროეს, რომლის მიხედვით, ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, ნარკოტიკული ნივთიერებების ზედოზირებით გარდაიცვალა.

”ბრიფინგს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რცხვენოდეს ყველას ვინც ამას აკეთებს, ფაქტი სახეზეა რაც არის და რის გამოც მოხდა, დაუშვათ გაიკეთა რამე, დაუშვათ მოხდა რაღაცა, ამას გამორიცხავს რაც გაუკეთეს? რაც ლექსოს ამდენი კაცი ურტყამდა ამას გამორიცხავს რამეს. მაინც მჯერა გამოძიების, მჯერა, მართალი კაცი გამოჩნდება, მთლად დაღუპულები არ ვიქნებით, სიმართლე მაინც გაიმარჯვებს.

უძლიერესი ტკივილები ჰქონდა, ვინც ოდნავ სამედიცინო ლიტერატურასთან ახლოს არის იცის რომ ძვლის დაზიანება იწვევს აუტანელ ტკივილს, ჰქონდა ძვლის დაზიანება ეს არის ძალიან ძლიერი ტკივილები, ჰქონდა თავის ტვინის შერყევა. რადგან გაუსაძლისი ტკივილებია საავადმყოფოში უკეთებდნენ მორფინს. მირეკავდა როდის გამივლის ეს ტკივილი. ვეუბნებოდი, რომ ჯერ არ გაგივლის”, – ამბობს ლაშქარავას დეიდა.