დაისაჯოს ყველა მოძალადე! -4-მა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა

დაისაჯოს ყველა მოძალადე!- ოთხი ტელეკომპანია, “მთავარი არხი”, “ფორმულა”, “კავკასია” და “ტვ პირველი” მაუწყებლობას 24 საათით წყვეტს.ამ დროისთვის, ოთხივე აღნიშნული ტელეკომპანიის ეკრანებზე მხოლოდ შავი ფონია გამოსახული, რომელზეც თეთრი ასოებით წერია იმ ჟურნალისტებისა და ოპერატორების სახელები და გვარები, რომლებიც 5 ივლისის მოვლენებისას დაშავდნენ.

მანამდე კი, რეგიონული არხების წარმომადგენლებმა ეთერი გუშინ, 13 ივლისს, 15:00 საათზე, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დროს 10 წუთით გათიშეს.