“დამოუკიდებლად საზღვარს ვერ დატოვებდა” – დაკარგულ ილია ფილფანის მშობლები საქმეში ინტერპოლის ჩართვას ითხოვენ

ორი თვის წინ სვანეთში დაკარგული ილია ფილფანის მშობლები ბავშვის გატაცების ვერსიას არ გამორიცხავს. მათ ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. მშობლები ინტერპოლის ჩართულობასა და საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას ითხოვენ.

“არავითარი ვიდეო და სატელეფონი ჩანაწერი არ მოიძებნა, რომელიც გვიჩენს ვარაუდს, რომ ბიჭი, შესაძლოა, ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაცდა ან გაიყვანეს. მოგეხსენებათ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან ე.წ საზღვარი არ კონტროლდება. შესაძლოა, სწორედ იქ იყოს, თუმცა მოზარდი დამოუკიდებლად საზღვარს ვერ დატოვებდა”, – განაცხადა დაკარგული ბიჭის მამამ, დავით ფილფანმა.

“ჩვენ დავინტერესდით, თუ რა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება. შესაძლოა, თუ არა რომ ადგილი ჰქონდეს გატაცებას, მიმდინარეობს თუ არა მოზარდის საერთაშორისო მასშტაბით ძებნა, რაზეც გვიპასუხეს, რომ ამ მიმართულებითაც მუშაობენ”, – განაცხადეს ფილფანის მშობლებმა.

13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.