დამარცხებასაც სჭირდება ღირსეული დახვედრა – კობახიძე ოპოზიციას

ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციას მოუწოდებს, დამარცხებას ღირსეულად შეეგუოს. მან ბრიფინგზე ქართული ოცნების გამარჯვებაზე ისაუბრა.

“დამარცხებასაც სჭირდება ღირსეული დახვედრა და გუშინ ოპოზიციამ გამოავლინა, რომ ვერ დახვდნენ ამ დამარცხებს ღირსეულად. დაბალი პოლიტიკური კულტურა გამოავლინეს ოპოზიციის წარმოამდგენლებმა – მათ უნდა მიიღონ მარცხიც, ისე, როგორც შეშვენის ღირსეულ პოლიტიკურ სუბიექტს”, – თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა. ისინი დღეს, 16:00 საათიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციას ჩაატარებენ.