დამატებითი მაცივრების შეძენა ვაქცინისთვის არ ესაჭიროება – ტიკარაძე

“საქართველოს დამატებითი მაცივრების შეძენა ვაქცინისთვის არ ესაჭიროება “- ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ,  “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, “კოვაქს” პლატფორმიდან ელოდება პასუხს, სადაც იქნება ზუსტი დრო მითითებული, როდის ჩამოვა საქართველოში ვაქცინა.

“საქართველოში არ გვესაჭიროება დამატებითი მაცივრების შეძენა, ვინაიდან ეს მოცულობა სრულად აკმაყოფილებს იმ გეგმაზომიერი ვაქცინაციის ვაქცინების შენახვას, რასაც ვაპირებთ. ასე რომ, ეს გეგმა ჩვენ არ გაგვაჩნია, რადგან საჭიროება არ არის. ჩვენ გავამზადეთ საპასუხო წერილი, რომელიც ორშაბათს იქნება “კოვაქს” ლპატფორმაზე მიღებული და დაველოდებით მათ პასუხს, როდესაც ისინი დაასახლებენ, როგორც ზუსტ რაოდენობას, ასევე მოწოდების ზუსტ თარიღს,”-აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.