დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს – ღარიბაშვილი სანაიაზე

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმიანება და ამბობს, რომ დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით პასუხს აგებენ.

“მსურს გამოვეხმაურო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას. ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს”,- წერს ღარიბაშვილი Facebook-ზე.