დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა!-ზურაბიშვილი 14 წლის მოზარდის საქმეზე

“დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა!”- ასე აფასებს  საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქობულეთში 14 წლის გოგონას  საქმეს.  მისი თქმით, დამოკიდებულება უნდა იყოს მკაცრი და დამნაშავე უნდა დაისაჯოს,  რათა ძალადობა არ წახალისდეს.

“14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა!
ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად, ქალისთვის მომხდარი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა!დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა. მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კი, უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა!”- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.