დამოუკიდებელია, მისი განცხადება მოვისმინეთ, გავიგეთ და ვიცით – წულუკიანი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

“პრეზიდენტი დამოუკიდებელია, მისი განცხადება მოვისმინეთ, გავიგეთ და ვიცით “- იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელია. ამის შესახებ მან გიორგი რურუას არშეწყალების შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას თქვა.

“გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ საქართველოს პრეზიდენტს. მას ჰქონდა თავის განცხადებაში საკმაოდ პრინციპული ტონი, პოზიცია. ეს არის მისი გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ თვალშისაცემ საკონსტიტუციო რეალობას, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში, რაც შეეხება შეწყალებას და ნებისმიერ სხვა პოზიციას თუ გადაწყვეტილებას, არის დამოუკიდებელი და არ ექვემდებარება არავის. აქედან გამომდინარე, მე ვერ წარმომიდგენია, რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო მის განცხადებაზე, თუ არა ის, რომ მოვისმინეთ, გავიგეთ და ვიცით”, –  განაცხადა წულუკიანმა.