დამოუკიდებლად არავითარი შესაძლებლობა არ აქვს – სარჯველაძე გახარიას გუნდზე

“დამოუკიდებლად არავითარი შესაძლებლობა არ აქვს “- ასე აფასებს, ”ქართული ოცნების” დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ყოფილ პრემიერმინისტრსა და მის გუნდს.

“მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე და ამ გადმოსახედიდან არავითარი შანსი რაიმე რეალური წარმატებისა არ აქვს. მათ ჰქონდათ განვითარების და საკუთარი ხედვების განვითარების რეალური პერსპექტივები ქართული ოცნების პოლიტიკურ ჯგუფში. დამოუკიდბელად არავითარი შესაძლებლობა და პერსპექტივა არ აქვს”, – განაცხადა სარჯველაძე.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია პარტიისა და გუნდის პრეზენტაციას დღეს, 29 მაისს გამართავს. მის პარტიას ”საქართველოსთვის”  ერქმევა.