დამსაქმებლებმა უზრუნველყონ, რომ ახლად აცრილი ადამიანი 1 ან 2 დღით სახლში იმყოფებოდეს – გამყრელიძე

დამსაქმებლებმა უზრუნველყონ, რომ ახლად აცრილი ადამიანი 1 ან 2 დღით სახლში იმყოფებოდეს – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ახლად აცრილი ადამიანი 1 ან 2 დღით სახლში იმყოფებოდეს. მაგალითად ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, 2 გამოსასვლელ დღეს ვაძლევთ იმ ადამიანს, რომელიც აიცრება.ჩვენთან დასაქმებულთა 61 პროცენტი აცრილია და აგვისტოს ბოლოსთვის გვინდა, რომ 80-85 პროცენტზე ავიდეთ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.