დანიელსონთან რიგგარეშე არჩევნებზე არ გვისაუბრია, ეს არის პარტიების პოზიცია – გიგაური

“საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, კრისტიან დანიელსონთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რიგგარეშე არჩევნებზე არ ისაუბრეს, რადგან ეს პარტიების პოზიციაა.

“რიგგარეშე არჩევნებზე ჩვენ არ გვისაუბრია, ეს არის პარტიების პოზიცია, შესაბამისად, ჩვენ არ გვისაუბრია. ჩვენ ვისაუბრეთ პატიმრებზე, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების შესაბამისად და რომლების გათავისუფლებასთან ითხოვენ ოპოზიციური პარტიები. ასევე, ვისაუბრეთ იმ ყოვლისმომცველ რეფორმაზე და ძალაუფლების განაწილების ბერკეტებზე და საშუალებებზე”,– თქვა გიგაურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე განცხადებით, ვადამდელ არჩევნებს ქვეყანა უნდა შეხვედეს ახალი ცესკოთი, მისი ახალი თავმჯდომარით და ახლად არჩეული წევრებით.