ჯაფარიძე: დანიელსონმა ვერ შეძლო რამის დადება, რაზეც ოცნება იტყოდა – “ოქეი”

გირჩი– მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მოლაპარაკებების დეტალებზე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ვერ შეძლო ისეთი დოკუმენტის დადება, რაზეც ქართულ ოცნებას პრეტენზია არ ექნებოდა.

“იმ კაცს [კრისტიან დანიელსონს] დათვლილი ჰქონდა, 64 საათი დავხარჯე აქო. 64 საათის განმავლობაში ცდილობდა, რომ მაგიდაზე დაედო რამე დოკუმენტი მაინც, რომელზეც ოცნებას პრეტენზია აღარ ექნებოდა. მერე შემოტრიალებულიყო ჩვენკენ და ჩვენთან დაეწყო სერიოზული საუბარი. ის ჩვენს პოზიციებს კი ამოწმებდა სხვადსხვა პუნქტთან დაკავშირებით, მაგრამ მისი მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ ოცნება რამეზე დათანხმებოდა.

ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ მთავარ 2 პუნქტზე ოცნებისგან ბოლო მიიღო კრიტიკა, რომ ისინი არაფერზე არ იყვნენ თანახმა, რომ რამე ყოფილიყო ჩაწერილი. ამის მერე დამთვარდა კიდევაც მოლაპარაკებები. რეალურად, პროცესი იყო ის, რომ დანიელსონმა, ასეთმა გამოცდილმა ადამიანმა, ვერ შეძლო რაიმის დადება, რაზეც ოცნება იტყოდა “ოქეი”,– აცხადებს ჯაფარიძე ტვ პირველის ეთერში.

მისივე შეფასებით, მოლაპარაკებები იმიტომ დასრულდა, რომ პინაზე შარლ მიშელის თავმოყვარეობა იდებოდა.

“ჩემი პირადი აზრია, რომ მე მგონი ამ ადამიანმა მოლაპარაკებები დაასრულა არა იმის გამო, რომ მიხვდა, შეთანხმება შეუძლებელი იყო, არამედ ტექსტი იმდენად უნდა გაეფუჭებინა და განეზოგადებინა, რომ უკვე პირადად შარლ მიშელის თავმოყვარეობის ამბავი იდებოდა სასწორი პინაზე. უკვე მიშელისთვისაც კი შეურაცხყმყოფელი იქნებოდა, ეგეთი ზოგადი ჩანაწერები რომ ყოფილიყო”,– აღნიშნა ჯაფარიძემ.