დაპირება არ შესრულდა – რკინის ჯებირები აიღეს თუმცა “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებს ხეობაში ისევ არ უშვებენ

დაპირება არ შესრულდა – რკინის ჯებირები აიღეს თუმცა “რიონის ხეობის მცველებს”  ხეობაში კვლავ არ უშვებენ. ამის შესახებ ვიდეომიმართვას,  ვარლამ გოლეთიანი ავრცელებს. მისი თქმით, როდესაც ბარიკადები მოიხსნა, ეს ხეობაში შესვლის ნებართვად მიიღეს თუმცა სამართალდამცავებმა ამის უფლება არ მისცეს. მიზეზად, ხეობაში არსებული საფრთხეები დაასახელეს.

აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე დადებული  შეთანხმება არ შესრულდა და კიდევ ერთხელ მოატყუეს.

ცნობისთვის, ზუსტად 1 კვირის წინ, ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე ”რიონის ხეობის მცველების” ერთ-ერთი მოთხოვნა, სწორედ  რკინის ჯებირების მოხსნა და სოფელ ნამოხვანში თავისუფლად გადაადგილების მოთხოვნა იყო. რკინის ჯებირები აიღეს, თუმცა აქტივისტებს გადაადგილების უფლება კვლავ არ აქვს.