დაპირისპირება შსს-სთან – სამოქალაქო აქტივისტებმა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სამოქალაქო აქტივისტები შსს-სთან  ავტომსვლელობით მივიდნენ და ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერების გაკვრა სცადეს რისი უფლებაც თავდაპირველად სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც შემდეგ დაპირისპირება მოჰყვა, მიუხედავად, ამისა აქტივისტებმა სტიკერები ასფალტზე მაინც გააკრეს.

აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოში ყველაფრის მმართველი ბიძინა ივანიშვილია და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მისი რეჟიმის მცველებად არიან გადაქცეული.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებამდე, სადაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია სასჯელს იხდის, ავტოკოლონებით მხარდასაჭერ მსვლელობას – „თავისუფლებისთვის” მართავენ.