დარბაზში ვიხილეთ დესტრუქცია, ეს არის ამორალური – კობახიძე

ოპოზიციამ ვახტანგ გომელაურს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა, რაც, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, დესტრუქციაა.

“მინდა შევაფასო ის დესტრუქცია, რომელიც ვიხილეთ დარბაზში. რაც შეეხება ფორმებს და შინაარსს პროტესტის, ეს არის ამორალური. როდესაც ხდება ჟურნალისტის სიკვდილზე ქულების დაწერა, მცდელობა როდესაც აქვთ ამის პოლიტიკოსებს, როდესაც ამაში რთავენ მათ შორის რიგით ჟურნალისტებს, ეს არის ყველაზე ამორალური ქმედება რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. ვიდრე არ შეწყდება ეს ამორალური ქმედება, მანამდე უმჯობესი იქნება, არ დავიწყოთ ამ საკითხის განხილვა”,– თქვა კობახიძემ.

პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოხსენება შეაწყვეტინეს და ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს.

ჟურნალისტებმა პარლამენტის ტრიბუნაზე გადმოკიდეს ბანერი, რომელზეც წერია, რომ მოძალადეები უნდა დაისაჯონ და ლიდერებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ.