დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს საქართველოს პარლამენტში ყველა დეპუტატი იქნება — კობახიძე

“დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს საქართველოს პარლამენტში ყველა დეპუტატი იქნება”- ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტი.

“ჩვენ წინასწარ ვერ გვექნება მოლოდინი რვავე პარტიასთან დაკავშირებით, მაგრამ იმედი გვაქვს რვავე პარტია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, ყველა შემთხვევაში, რვა იქნება, შვიდი თუ ექვსი, დარწმუნებული ვარ მომავალ წელს ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტი. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომ მეტი შანსი მივცეთ დროის თვალსაზრისით პოლიტიკური პარტიებს, რომ ჩამოყალიბდნენ საკუთარ პოზიციაზე, საქართველოს პარლამენტში შესვლაზე”, – განაცხადა კობახიძემ.