„დასრულდა ბავშვობა, მე მამა აღარ მყავს!“ – ვაშაძის ძმა კორონავირუსით გარდაცვლილ მამაზე

“„დასრულდა ბავშვობა, მე მამა აღარ მყავს!“-  „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რისგი­ორ­გი ვა­შა­ძის ძმა, დავით ვაშაძე გარდაცვლილ მამაზე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს  აქვეყნებს.

კოვიდინფიცირებულები უნდა მივიღოთო კლინიკაში, ძალიან უჭირსო ხალხს, ისე მივიღეთ მარტივად მე, დედამ, გიორგიმ, მამა რომ გადაწყვეტილებას მიიღებდა ვერ გადაათქმევინებდი

მამა შენ ხო ფრთხილად იქნები, იქნებ არ იარო სამსახურში და ისე მართო-თქო ვუთხარით, რას ამბობ უსაფრთხოდ ვარო, მერე გავიგეთ ყველა რისკის ქვეშ მყოფი თანამშრომელი სახლში გაუშვია, თვითონ უშიშრად დადიოდა ყოველდღე სამსახურში… მერე მითხრა, ალბათ კოვიდი მაქვს, ასე არ ჯობია ბარემ მოვიხდი და მშვიდად ვიქნებიო. აქაც დავუჯერეთ, მერე თითქმის ერთი თვე გავიდა ცვალებადი მოლოდინებით და დღეს დასრულდა… არ ვიცი ამას რომ ვწერ თითქოს სიზმარია… ძლიერი ზურგი გამომეცალა, ძლიერი ადამიანი, 37 წლის კაცი ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, დასრულდა ბავშვობა, მე მამა აღარ მყავს“, – წერს დავით ვაშაძე სოცქსელში.