“დასტურდება PTSD და ვერნიკეს ენცელოპათია” – ჯიშკარიანი სააკაშვილზე

ცენტრი ემპათიის ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, წინასწარი შედეგებით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ე.წ. PTSD და ენცელოპათია.

“წინასწარი შედეგებით შეგვიძლია გითხრათ, რომ დასტურდება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი (PTSD), რაც კავშირშია ციხეთა სისტემაში წამების ფაქტთან, ასევე არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა – ენცელოპათია ვერნიკესი, რაც შიმშილობის შედეგია. პაციენტი საჭიროებს სტაციონარულ მულტიდისციპრანულ რეაბილიტაციას”. – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

მისივე განმარტებით, სააკაშვილს არ აქვს ისეთი პრობლემები, რომ ვერ შეძლოს სასამართლო პროცესზე, ამიტომ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.