დაწყებული შეზღუდვები 80%-ით გააუმჯობესებს ეპიდვითარებას – ტიკარაძე

დაწყებული შეზღუდვები 80%-ით გააუმჯობესებს ეპიდვითარებას – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა რითიც დღეს ამოქმედებულ შეზღუდვებს გამოეხმაურა.

“დღეს დაწყებული შეზღუდვები დაახლოებით 80%-ით გააუმჯობესებს იმ ეპიდვითარებას, რომელიც ამ ეტაპისთვის გვაქვს. თუმცა იმისთვის, რომ ეს ჩვენ ფაქტობრივად დავინახოთ, საჭიროებს გარკვეულ პერიოდს და ეს პერიოდი, როგორც უკვე მთელმა საზოგადოებამ იცის, 2 კვირის ვადაში განიხილება ხოლმე” – აცხადებს ტიკარაძე.