დეა კაპანაძის სახლთან პატრულის მანქანა პატრულირებს და იცავს – თამაზაშვილი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის მეგობარს, დეა კაპანაძეს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იცავენ.

„იმ დღეს სავარაუდოდ, ვერ გრძნობდა საფრთხეს, რადგან ისეთი ვინმეს გაყვანილია სახლიდან იმას ენდობოდა და იმიტომ გავიდა. არ მაქვს ეჭვი ვისი, ვერ დავადასტურებ ამას. ვიდრე არ მექნება მტკიცებულება, ამის გაჟღერებას აზრი არ აქვს. მე ვფიქრობ, რომ თამუნას მეგობრებმა იციან გაცილებით მეტი, იმიტომ იცავენ პატრულის მანქანები. რისგან იცავენ? სავარაუდოდ სიმართლისგან. მეგობრის დეა კაპანაძის სახლთან დგას პატრულის მანქანა და პატრულირებს. მე გუშინ გავიგე ამ ყველაფრის შესახებ“, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, თამაზაშვილს ეჭვი აქვს, რომ დეა კაპანაძეს მისი შვილის ვალი ჰქონდა, რის გამოც “მის მტრებს შეეკრა”.