დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 1.1 მილიარდი ლარით განისაზღვრება

დედაქალაქის ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი 1.1 მილიარდი ლარით განისაზღვრება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ამასთან, როგორც ხმალაძე დასძენს, ყოველ წელს თბილისისთვის და თბილისის მოსახლეობისთივის მინიმუმ ერთი მილიარდი ლარი იხარჯებოდა.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ 2020 წელს მოხდა პანდემია და ამან საკმაოდ დიდი გავლენა იქონია ეკონომიკურ სექტორზე, არამხოლოდ, საქართველოში, მთელ მსოფლიოში. რა საკვირველია, საბიუჯეტო შემოსავლებზე ეს გარკვეულწილად გავლენას ახდენს.

2021 წელი შეიძლება ითქვას, რომ არის ის წელი, სადაც ნეგატიური ეკონომიკური გავლენები ისევ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი საბიუჯეტო შემოსავლებისთვის, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორც ხედავთ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წარმოდგენილია მილიარდ 50 მლნ ლარის ოდენობით, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა. იმ გამოწვევებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის სოციალური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით პასუხობს. იანვარში ეს ოდენობა კიდევ 50 მლნ ლარით გაიზრდება, ეს არის ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების საგანი“,-განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.