“ხშირად ხმარობთ სიტყვა სადღეგრძელოს. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი ვინც უგვანოდ ხმარობთ, ცუდად გადღეგრძელეს, როცა დაიბადეთ, ან არასწორად დაიბადეთ ამ ქვეყანაზე და ვერ შეგეგებათ თქვენი წინამორბედი, თქვენი მოვლენის გასახარისებლად და ამ სიხარულის გასაზიარებლად. ამ სიტყვას დაუკვირდით, ადამიანებო. პოლიტიკოსების მოსახმარი სიტყვა არ არის სადღეგრძელო. ამის უკან ლიტერატურაც კარგად უნდა იცოდე, ისტორიაც, ცოდნა მეცნიერების იმ დარგის მიმართ, რომელიც აირჩიეთ, თუ გაქვთ ასეთი ცოდნა, პირდაპირ პოლიტიკოსები გახდით – გულს ტკენს ჩვენს თაობას. დალოცვილიშვილობა, დედის ძუძუს რძე არ შეგშრობიათ პირზე და ასეთ რამეებს ლაპარაკობთ ტელევიზიაში, საჯარო სივრცეში, თქვენ თუ რაღაც დაგაკლოთ გამჩენმა, თქვენს მშობლებს ნუ დააბრალებთ ყველაფერს”

მიმართა უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ პარლამენტის წევრებს.