“ამ ხალხს იქ [აფხაზეთში] აქვთ ქონება დატოვებული. რასაც სახელმწიფო ამ ადამიანების წინაშე ყველაზე მეტად ვაშავებთ, სინამდვილეში არის ის, რომ ამ ადამიანებს არ ვაძლევთ საკუთარი ქონების, რომელიც აფხაზეთში აქვთ, არც რეგისტრაციის და არც განკარგვის საშუალებას. ვაზიანებთ, რომ ვეუბნებით, შენ იმდენად არ გენდობი, რომ დაირეგისტრირო შენს სახელზე, შენ შეიძლება გაყიდო. ადამიანებს იქ ქონება აქვთ, მაგრამ დღეს ჩვენ იმის აღრიცხვაც კი არ დაგვიწყია, ვისი რა არის. შეგვიძლია, დავარეგისტრიროთ ის ქონებები და გასხვისების შესაძლებლობა დავუშვათ. ჯერ ჩვენ ვაღიაროთ მათი საკუთრების უფლება იმ ქონებაზე, რომელიც რუსებმა წაართვეს. დე-იურე მათი იყოს და მათ ჰქონდეთ უფლება, ეს გაასხვისონ, იქნება იხდის ვიღაცა ფულს […]

რომ იცოდეთ, უფრო ძვირი ეღირება აფხაზეთის ტერიტორიაზე, მათი ქონებების რეგისტრაცია რომ დაიწყოს, ქონებას ფასი მიეცემა. ჩვენ ეს პოლიტიკურ საკითხად გვაქვს ქცეული და უბრალოდ ბლოკადაში გვყავს რუსი ოკუპანტები მოქცეული, ამის გამო ვაკეთებთ ამას, რომ ჩვენს მოქალაქეებს ქონებას არ ვურეგისტრირებთ.

რაც შეეხება მშენებლობას, მე ხომ არ მითქვამს, ვიღაცამ რაღაცა არ ააშენოს-მეთქი, ოღონდ აქაც პრიორიტეტი უნდა იყოს ადამიანის გაჭირვება, ჩვენ გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ. სრულწლოვანი ადამიანი რომ 30 წელია თბილისში ცხოვრობს, ის რომ მე რაღაცის გამო დახმარებას მთხოვს, არასამართლიანია, მართლა არასამართლიანია. 50 წლის მერე უფრო არასამართლიანი იქნება და ეს ხალხი სულ ამ სტიგმის ქვეშ იქნება – დევნილის სტიგმის ქვეშ. მე მინდა, რომ ეს ხალხი გამოვიდეს აქედან. ეს ხალხი თბილისელია კაცო, 30 წელია აქ ცხოვრობს. მას საკუთრება ჰქონდა სადღაც, რომელიც წაართვეს. ჩვენ ახლა უნდა ვეცადოთ, ეს ხალხიც ჩავრთოთ დაბრუნების პროცესში. ჯერ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ, სახელმწიფო ვაღიარებთ, რომ მათ ჰქონდათ აფხაზეთში რაღაც ქონება”

ამბობს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია პალიტრანიუსის ეთერში.