დეკანოზი თადეოზი მიიჩნევს, რომ მოკლეკაბიანი ქალები 100 ლარით უნდა დაჯარიმდნენ

დეკანოზი თადეოზი მიიჩნევს, რომ ქალი, რომელიც მოკლე კაბით დადის 100 ლარით უნდა დაჯარიმდეს. ამის შესახებ მან ქადაგებისას განაცხადა.

„მოკლე კაბით დადის, შარვლით დადის, კაცო, დედაკაცი, თან, ამ დროს მრევლია და მიზეზებს ეძებს. მე ბევრჯერ ვთქვი, რომ მოკლე კაბით უნდა დააშტრაფო, დააჯარიმო, ერთი ასი ლარი უნდა მიუვიდეს.” – განაცხადა დეკანოზმა.

შეგახსენებთ, დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგებას დიდი კრიტიკა მოჰყვა. მის ქადაგებას გამოეხმაურა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), რომელმაც განაცხადა, რომ დეკანოზს ეპარქია შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებს.