დეკანოზი მამალაძე გლდანის ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის ციხის საავადმყოფოდან კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს. ინფორმაციას დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე ადასტურებს. მისთვის უცნობია, რა გახდა დეკანოზის კლინიკაში გადაყვანის მიზეზი.

“მე-18 დაწესებულება პირდაპირი მნიშვნელობით არის სასაკლაო. 3 წლის განმავლობაში პარალიზებულ მდგომარეობაშია და არანაირი მკურნალობა არ ჩატარებულა, გამომდინარე იქიდან, რომ რესურსი არ გააჩნია ამ საავადმყოფოს. მითხრეს, რომ გადმოყვანილია ვივამედში, მაგრამ გადმოყვანის მიზეზი ჩემთვის უცნობია. თუ ეს არის რაღაც თემების გადაფარვის მცდელობა, ჩემი ძმა ამ ბინძურ საქმეში არ აყვება”,– ამბობს თორნიკე მამალაძე

ცნობისთვის, მამალაძე 3 წელია გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფება, თუმცა ის დღემდე სამოქალაქო კლინიკაში არ გადაუყვანიათ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას აზრით, მამალაძის გადაყვანის მიზეზი ექსპრეზიდენტისთვის ფლიგელის გათავისუფლება.