დენის მიწოდება მოსახლეობას”იმერეთის” და “ენგურჰესის” ავარიულად გამორთვის გამო შეეზღუდა

ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ელექტროსიტემა განცხადებას ავრცელებს. სახელწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, დღეს, 14:00 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს.

“დღეს, 14 ივნისს, 14 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები.   “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო” – ნათქვამია განცხადებაში.