დიალოგი ერთადერთი გზაა ევროკავშირის დივიდენდების მისაღებად – ზურაბიშვილი

ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დასრულდა. ისინი ამ წუთებში ერთობლივ პრესკონფერენციას ატარებენ.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, შეთანხმდნენ, რომ პოლიტიკური სტაბილურობა მნიშვნელოვანია.

“ევროკავშირს სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვიმუშავოთ. როგორც შეამჩნიეთ გაგრძელდა საუბარი და ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე. შევთანხმდით იმაზე, რომ ამ ქვეყანას როგორც არასდროს სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი, ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც მოდის ევროკავშირის გზაზე. და ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ხელში არის. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა მხრიდან იმას ნიშნავს, რომ რაც არის საზოგადოების მოთხოვნა, ის შეასრულოს და იმ გზაზე წაიყვანოს საქართველო”,– თქვა ზურაბიშვილმა.