დიდთოვლობა ესპანეთში – ჩაკეტილია გზები და აეროპორტი, გარდაცვლილია 2 ადამიანი

დიდთოვლობისა და შტორმის გამო, ესპანეთში ორი ადამიანი გარდაიცვალა. უცხორუი მედიის ინფორმაციით,  ქალი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მისი მანქანა სამხრეთ ესპანეთში, მალაგას მახლობლად ადიდებულმა მდინარემ წაიღო, მეორე მსხვერპლი უსახლკარო პირია, რომელიც კალატაიუდში ყინვისგან გარდაიცვალა.

ქარიშხალმა ფილომენამ ესპანეთის ნაწილი თოვლით დაფარა. ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული რეგიონი მადრიდია, სადაც ძლიერი თოვლისა და ყინვის გამო გზები ჩაიკეტა. გარდა ამისა, დაიკეტა ქალაქის აეროპორტიც.ბოლო 24 საათში თოვლის საფარი 20 სანტიმეტრს გადასცდა, ეს ათწლეულების განმავლობაში პირველად მოხდა.