დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა

PORTSMOUTH, ENGLAND - MAY 22: Queen Elizabeth II during a visit to HMS Queen Elizabeth at HM Naval Base ahead of the ship's maiden deployment on May 22, 2021 in Portsmouth, England. The visit comes as HMS Queen Elizabeth prepares to lead the UK Carrier Strike Group on a 28-week operational deployment travelling over 26,000 nautical miles from the Mediterranean to the Philippine Sea. (Photo by Steve Parsons - WPA Pool / Getty Images)

96 წლის ასაკში, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა. აღნიშნულ  ინფორმაციას სამეფო ოჯახი Twitter-ზე ავრცელებს.

ელისაბედ მეორე დიდი ბრიტანეთის მონარქი  70 წლის განმავლობაში იყო. ელისაბედის შემდეგ მეფე მისი შვილი, ჩარლზი III გახდება.

„დედოფალი, დღეს შუადღით მშვიდად გარდაიცვალა ბალმოლარში. მეფე და დედოფალი ამ საღამოს  ბალმორალში დარჩებიან და ლონდონში ხვალ დაბრუნდებიან“ – წერს სამეფო ოჯახი ტვიტერზე.

დედოფალი ელისაბედი ტახტზე 1952 წელს მამამისის, ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდეგ ავიდა.