დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: აშშ–ს შეფასებით რუსეთმა უკრაინასთან ომში 220 000 ჯარისკაცი დაკარგა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა უკრაინასთან ომში რუსეთის დანაკარგების შესახებ აშშ-ის უახლესი შეფასების შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვით  მოკლულების და დაჭრილების სახით რუსეთმა 220 000 სამხედრო დაკარგა.

უოლესმა ეს ციფრები შვედეთის თავდაცვის მინისტრ პოლ ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მოიყვანა.

კონფერენციის ძირითადი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას დაეთმო, უოლესმა ასევე ისაუბრა სამხედრო გაწვევის პრაქტიკაზე, რომელიც ნაწილობრივ ამ ქვეყნებში მსოფლიო ომების შემდეგაც გაგრძელდა.

”ვფიქრობ, ჩვენ ყველას გვშურს შვედეთისა და ფინეთის  მათი რეზერვისტების გამო” – თქვა მან.

“და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინის ომის ერთ-ერთი გაკვეთილი არის ის, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ უფრო გამძლეები. და ეს ბევრად არის დამოკიდებული რეზერვებზე”, – თქვა უოლასმა და დასძინა, რომ სიამოვნებით იხილავდა მსგავს სისტემას ბრიტანეთში.