დიდი გამარჯვება იზეიმეს, მაგრამ ვთხოვ ვინც იქ იყო, აწარმოონ თვითმონიტორინგი – გამყრელიძე დინამოსთან შეკრებილ გულშემატკივრებზე

“ჩვენ ემოციური ხალხი ვართ და ასეთი დიდი გამარჯვება იზეიმეს. მხოლოდ ვთხოვ, ვინც იქ იყო, იმ ადამიანებს, რომ აწარმოონ თვითმონიტორინგი”- დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 8 ოქტომბერს დინამო არენასთან კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციები დაირღვა და გამყრელიძე გულშემატკივრებს, თვითმონიტორინგისკენ მოუწოდებს.

“მესმის ემოციები რაც იყო, მადლობა გულშემატკივარს და ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც გაითვალისწინა რეკომენდაციები, რომ მატჩი ჩატარდა მაყურებლის გარეშე რადგან ძალიან მომატებული რისკი იყო იმ რეგულაციებით რაც არსებობს, რომ 30% დასწრებოდა. რა თქმა უნდა, იქ დაირღვა რეკომენდაციები რასაც ჯანდაცვა და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა, მაგრამ დავაკვირდეთ.

სასურველი იყო არ დარღვეულიყო, მაგრამ ჩვენ ემოციური ხალხი ვართ და ასეთი დიდი გამარჯვება იზეიმეს. მხოლოდ ვთხოვ, ვინც იქ იყო, იმ ადამიანებს, რომ აწარმოონ თვითმონიტორინგი, თუ ვინმეს დაეწყო სიმპტომები: ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, მიმართონ ცხელების ცენტრს ან დარეკონ 112-ში და სწრაფად მოხდეს მათი გამოკვლევა და იზოლირება“, –განაცხადა  ამირან გამყრელიძემ.