დიდი თავშეყრების აკრძალვაზე კონტროლი გამკაცრდება, არ იცავენ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღეს სააკორდინაციო საბჭოზე რამდენიმე საკითხი განიხილეს:

“დღეს იქნა განხილული აცრების გაინტენსივირება, პირბადის მაქსიმალურად ტარება მანდატორულად დახურულ სივრცეებში, ღია სივრცეებში – სადაც ადამიანები იკრიბებიან. მთავარი, დიდი თავშეყრების სრული აკრძალვა – ქელეხი, ქორწილი, წვეულება, კონცერტები, სულ ყველაფერი ეს უნდა იყოს პრევენტირებული. აუცილებელი იქნება საზღვრებზე განსაკუთრებული კონტროლი, რომ ნაკლებად შემოვიდეს საეჭვო, ინიფიცირებული ადამიანები ქვეყანაში და რაც მთავარია, აქ, ადგილზე მეტი ადგილის მობილიზება სასტუმროებში. ამ საკითხებზე ვიმსჯელეთ დღეს”,– ამბობს გამყრელიძე.

მისივე თქმით, თავშეყრები ისედაც აკრძალულია, თუმცა ამ აკრძალვას არ იცავენ, რის გამოც აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრდება.