დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილს რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერისთვის სანქციები დაუწესა. შესაბამისი  ინფორმაცია, ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ასევე დიდი ბრიტანეთის სანქციები შეეხება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოკავშირეებსაც, სამხედრო მეთაურებს და რუს იარაღის დილერებს.

“დღეს ჩვენი სამიზნე პუტინის ომის ხელშემწყობები და ჩამდენი პირებია, რომლებმაც უთვალავი ტანჯვა მოუტანეს უკრაინას, მათ შორის ბავშვების იძულებით გადაყვანა და გაშვილება. ჩვენ არ დავიღლებით თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვით და პუტინზე ზეწოლის გაგრძელებით, სანამ უკრაინა წარმატებას არ მიაღწევს”, – თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა