დიდუბეში კაცს მატარებელი დაეჯახა

თბილისში, დიდუბეში ახალგაზრდა კაცს მატარებელი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, კაცს მატარებელი ლიანდაგზე გადასვლის დროს დაეჯახა.

ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.