დიმიტრი ლორთქიფანიძე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს

დავით-გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში დიმიტრი ლორთქიფანიძე დაიბარეს.

“ხვალ, 4 თებერვალს, 12 სთ-ზე, “გარეჯის” საქმეზე ვარ დაბარებული გენერალურ პროკურატურაში! – წერს ლორთქიფანიძე Facebook–ზე.

შეგახსენებთ, 28 იანვარს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20 000 -20 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. გირაოს თანნხმა მოქალაქეებმა მათ 2 საათში შეუგროვეს.