თქვენ გნებავთ, რომ იყოს ბულინგი ქართული ოცნების დეპუტატებზე. მათ ოჯახებზე, მცირეწლოვან და არასრულწლოვან შვილებზე, მათ მომხრეებზე, მაგრამ როგორც კი ვინმე გაბედავს, რომ საპასუხო მსგავსი რეაქცია ჰქონდეს, ის დააბულინგოთ, მათ შორის დეპუტატი, რომელიც საპასუხო რეაქციის საფუძვლად შესაძლოა ვერც კი ყვებოდეს. […] შეიძლება გააკრიტიკოთ და ამას საფუძველიც კი ჰქონდეს, მაგრამ როდესაც თქვენ არ იმჩნევთ იმ ფაშიზმსა და ბოლშევიზმს, რომელიც ნაცმოძრაობის, მისი აქტივისტების მხრიდან მოდის და მხოლოდ ამაზე იმჩნევთ საპასუხო რეაქციას ეს არის ორმაგი სტანდარტის უიშვიათესი გამოვლინება და ამიტომ გპასუხობთ ასე. […] სამხარაძის ბულინგს თავი დაანებეთ, თქვენ არ გეუხერხულებათ ნაცმოძრაობას რომ ემსახურებით?

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.