დმანისის მუნიციპალიტეტში ავარიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

დმანისის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ დაბა კაზრეთის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა მსუბუქ ავტომობილში მყოფი ერთი ოჯახის 4 წევრი – მამა, შვილი, რძალი და შვილიშვილი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. გავრცელებული ცნობებით, გარდაცვლილები სოფელი საფარლოს მცხოვრებლები არიან.