დმანისში ახალგაზრდები ერთმანეთს უროებითა და ჯოხებით დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

სისხლიანი დაპირისპირება დმანისში – 9 აპრილის ქუჩაზე ახალგაზრდები ერთმანეთს ბიტებით, ჯოხებითა და უროებით ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის მოხდა.

გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერამ გადაიღო, ჩანს, რომ ჩხუბში ათობით ახალგაზრდა მონაწილეობს. მათგან რამდენიმემ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, დაზიანდა მაღაზიის ვიტრინები და ავტომობილი.

უცნობია, რამ გამოიწვია დაპირისპირება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.