დნიპროზე გამავალ ყველა ხიდს ვაკონტროლებთ, რუსებს გაქცევის საშუალება არ აქვთ – რეზნიკოვი

“ომის დაწყების შემდეგ პირველი გეგმა მტრის შეჩერება იყო. ეს მოვახერხეთ. ამასთან ვიზრუნეთ ფრონტის ხაზზე უპირატესობის მოპოვებასა და კონტრშეტევების დაწყებაზე. პირველი მიმართულება ხარკოვის ოლქი იყო, შემდეგ სამხრეთ მიმართულებაზე ვიზრუნეთ და გეგმას ვასრულებთ. ტაქტიკურად ვმოქმედებთ და ოკუპირებულ ტერიტორიებს ნაბიჯ-ნაბიჯ ვათავისუფლებთ. არ მჯერა რომ რუსები ქუჩის ბრძოლებზე გადავლენ, რადგან უპირატესობას ვერ მოიპოვებენ. ამასთან ვაკონტროლებთ დნეპრის ყველა ხიდს ხერსონის მიმართულებით. მტერს გაქცევის საშუალება არ აქვს”

აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი.