დნიპროში რუსულმა რაკეტამ საცხოვრებელი ცხრასართულიანი შენობა გაანადგურა , ხალხი ნანგრევებშია

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილეის განცხადებით დნიპროში რუსულმა  რაკეტამ გაანადგურა საცხოვრებელი ცხრასართულიანი შენობის ერთი სადარბაზო. მაცხოვრებლები კი ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი.  ხალხი ნანგრევების ქვეშაა.

“უბრალოდ მონსტრები, ერთი შესასვლელიც კი არ არის. ნანგრევების ქვეშ არიან ადამიანები, რომლებიც სახლში იყვნენ შვებულებაში. მე კარგად ვიცი ეს სახლი, იქვე დავიბადე და ვცხოვრობდი იქვე. ვიცნობ ამ ხალხს. სალმიანი და მეგობრული ხალხი“, – წერს თავის Telegram არხზე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო.

შაბათის დილიდან რუსეთი უკრაინის ქალაქების მასიურ დაბომბვას ახორციელებს.